18 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი ნიკა დარბაიძე (სიმაღლე 202 სმ.) იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის ფინალისტ “რეჯიო ემილიაში” ჩაირიცხა.
იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი კალათბურთელი უკვე გუნდთან ერთადაა და ახალი სეზონისთვის ემზადება. “რეჯიო ემილიამ” მასთან ერთად ამერიკელი პარის ბასიც შეიმატა.
შეგახსენებთ, რომ დარბაიძემ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს 18-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ითამაშა, სადაც საშუალოდ 9.8 ქულას და 7.3 მოხსნას აგროვებდა.
“რეჯიო ემილიამ” წინა სეზონში რეგულარული ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში 2 რაუნდი დასძლია, ფინალში კი მომავალ ჩემპიონ “ემპორიო არმანი მილანოსთან” 2:4 დამარცხდა.
დარბაიძის ახალი კლუბი შეკრებაზე უკვე გაემგზავრა, 26 აგვისტოს ქომაგებისთვის ახალი შემადგენლობის პრეზენტაცია მოხდება, 4 სექტემბერს კი პირველი საკონტროლო მატჩიც გახლავთ დაგეგმილი.