ჭიდაობა

19:31 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. ქართველ მოჭიდავეს ოქროსკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში ირანელმა კომეილ გასემიმ გადაუკეტა. მართალია პეტრიაშვილი ამ დაპირისპირებაში უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბრძოლის მიწურულს მოდუნდა, რის შედეგადაც ირანელმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 4:4 და ნახევარფინალში ორქულიანი შეტევის უპირატესობით გავიდა. გასემი იოლად, 33 წამში გაუმკლავდა მომდევნო მეტოქეს, ამერიკელ ტარველ დრაგნევს და ფინალში იასპარეზებს, შედეგად გენოს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მიეცა.

პეტრიაშვილმა დღეს გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც დიდი უპირატესობით 10:0 აჯობა ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს, მერვედფინალში კი უკრაინის წარმომადგენელ ალენ ზასეევის წინააღმდეგობა დაძლია 11:6.

დღესვე ხალიჩაზე 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილიც გავიდა, თუმცა პირველივე ბრძოლა წააგო - მერვედფინალში პოლონელ მეატეუშ ბარანოვსკისთან. თავის მხრივ პოლონელი მოჭიდავე მეოთხედფინალში დამარცხდა და ამინაშვილი რეპეშაჟს მიღმაც დარჩა.

0.111269