ფეხბურთი

11:52 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“უოტფორდმა” “იუვენტუსის” ნახევარმცველი დაიმატა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” არგენტინელი ნახევარმცველი რობერტო მაქსიმილიან პერეირა “უოტფორდში” 15 მილიონ ევროდ გაასხვისა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

25 წლის სამხრეთამერიკელი “იუვენტუსში” ორი წლის წინ “უდინეზედან” გადაბარგდა და პირველი სეზონი ტურინში ძალიან კარგი ჰქონდა – 35 მატჩი, 4 გოლი. თუმცა, შარშან ტრავმების გამო თითქმის არ უთამაშია, რამაც “ბებერ ქალბატონში” თავის სრულფასოვნად დამკვიდრების საშუალება არ მისცა და სწორედ ამიტომ ინგლისის პრემიერლიგას მიაშურა.

0.131548