ჭიდაობა

3:04 | 20.08.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ მამა ვასახელე”

ჯერ მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ უკვე იმდენი ძვირფასი ჯილდო მოაგროვა, ბევრ ვეტერან ტიტულოვან სპორტსმენსაც შეშურდება. 25 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში ჩავიდა. ფავორიტის შემჩერებელი "კარიოკა 2”-ის არენაზე არავინ გამოჩნდა. ხინჩეგაშვილმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური პოდიუმის უმაღლესი საფეხურიც დაიპყრო. საქართველოს ჰიმნი კი მიმდინარე ოლიმპიადაზე მეორედ აჟღერდა. შესაბაამისად, ცნობილი დევიზი – "უკეთ ვიდრე წინა ოლიმპიადაზე”, ვადაზე ადრეა შესრულებული. ლონდონი 2012-ზე ქართველების ანგარიშზე 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი და ბრინჯაო იყო. რიოში კი ქართულ ყულაბაში უკვე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

დაჯილდოვების ცერემონიალიდან ინტერვიუს ზონაში შემოსულ ქართველ ჩემპიონს მისალოცად ლამის მთელი ქართული დელეგაცია შემოჰყვა. ყველამ გადაიღო მასთან ერთად ან მისი მედლით სამახსოვრო ფოტო, ყველამ აუხსნა პატივისცემა და სიყვარული და როდესაც სპორტსმენმა კომენტარის გასაკეთებლად მოიცალა, მიქს ზონაში უკვე შემდეგი წონითი კატეგორიის პრიზიორები გამოდიოდნენ.

ხინჩეგაშვილს "მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე შეკითხვა უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად დაუსვა და ამ ერთობლივ ინტერვიუს აქვე გაგაცნობთ:

- აქამდე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი იყავით. დღეს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდით და ოქროს სრული კოლექციაც შეკარით. რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის?

- უპირველეს ყოვლისა, მიზნის მიღწევას და ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯის გადადგმას.

- საქართველოს ასევე დიდი წარმატებები აქვს ძიუდოშიც. რატომ აირჩიეთ თავის დროზე ჭიდაობა და არა ძიუდო?

- მოჭიდავე ოჯახური ტრადიციების გამო გავხდი. მამაჩემი ჭიდაობდა და ძალიან კარგადაც. ის იყო ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე ამ საქმეს ავირჩევდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მამა ვასახელე.

- იაპონელი რეი ჰიგუჩის წინააღმდეგ გამართულ ფინალს როგორ შეაფასებთ?

- ძალიან ძლიერი მოჭიდავეა და ჩემი აზრით ბევრ ტიტულს მოიპოვებს.

- იცნობდით მას?

- აქამდე ერთხელაც არ ვიყავით შეხვედრილები.

- ალბათ მის ფინალში გასვლას არც ელოდით...

- თვალს ვადევნებდი ჩემს სავარაუდო კონკურენტების ჭიდაობებს და ამ იაპონელმა ისეთი უძლიერესი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ფინალისტობა.

- ჯერ კიდევ შეჯიბრების დაწყებამდე ვის მიიჩნევდით მთავარ კონკურენტად?

- კენჭისყრას რომ გადავხედე, ვიფიქრე, რომ ჩემს ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იქნებოდა. სატურნირო ბადის მეორე მხრიდან კი ფინალში ყველაზე მეტად ირანელ ჰასან რაჰიმს ველოდი.

- სულ რამდენიმე დღის წინ, ოლიმპიადის საშეჯიბრო განაცხადში დააბრუნეს რუსი ვიქტორ ლებედევი, რომელსაც რიო 2016 ძველი დოპინგსკანდალის გამო უნდა გამოეტოვებინა. მისი გამოჩენა დამატებითი ტვირთი ხომ არ იყო თქვენი ოლიმპიური გეგმის შესასრულებლად?

- ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, იჭიდავებდა ლებედევი ოლიმპიადაზე თუ არა. მე უმაღლესი მიზნისთვის უნდა მებრძოლა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მომიწევდა დაპირისპირება.

- საწყისი ეტაპიდან ფინალის ჩათვლით, ყველა შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში მოიგეთ. მაქსიმალურად ფრთხილობდით და პატარა რისკსაც ერიდებოდით. ეს ტაქტიკური ჩანაფიქრი ხომ არ იყო?

- ძალიან ბევრი დავიკელი, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩემს ვცდილობდი, ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები შეხვედრის პირველიდან ბოლო წამამდე თანაბრად გადამენაწილებინა. შეიძლება გულშემატკივრები მართლა ძალიან ვანერვიულე, მაგრამ მთავარია, რომ ახლა ისინი ჩემი წარმატებით გახარებულები არიან.

- ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც გახვედით ფინალში და ჩემპიონობასაც ალალად იმსახურებდი, მაგრამ ტიტული არაობიექტური მსაჯობის გამო დაკარგეთ...

- სპორტია და ყველაფერი ხდება. ხან წააგებ, ხანაც დაიჩაგრები. ის ფინალი არც გამხსენებია. მთავარი ამ მომენტში ჩემი შესაძლებლობის ბოლომდე გამოვლენა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:58 | 13.03.2016
gio yvinchila (413)

პატოსგან რა უნდა ჯერ მისი თამაში არც უნახავს

04:23 | 27.03.2016
NGoLo KaNte (36472)

+

01:20 | 13.03.2016
kelbo (7279)

vaso8522 (1536) პასუხი
რომელმა იტალიელმა ააღოძინა ჩელსი, კონტემ რო ააყვავოს? ისე ვაფშეტა ყველაზე კაი იტალიელის ..........., მაგათ პროვოკატორი და ნაბ....არი დედები .............
-----------------------------------

მაგას სერიოზულად ამბობ ბრატ?
რაც გინდა ეძახე და დი მატეომ ნანატრი ლიგა დაადებინა ჩელსის
კიდე აბრამოვიჩამდე ჩელსის აღორძინება და ის ფაქტი რომ ევროპის რუკაზე ჩანდა სწორედ იტალიელების დამსახურებით იყო - ვიალი, ძოლა, რანიერი.... ამ უკანასკნელმა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი როლი ითამაშა აბრამოვიჩის ჩელსის პირველ, გარდამავალ სეზონში... სიტის მაგალითზე ძალიან კარგად გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის ახალ მილიარდელ მფლობელს გუნდში რომ ნორმალური მწვრთნელი დახვდება...
ან ანჩელოტი ხო არ დაგავიწყდა?

ასე რომ, შენი განცხადება უბრალოდ ფაქტობრივად არასწორია - ბოლო ოცწლედში ჩელსის "მნიშვნელოვანი" მწვრთნელებიდან ნახევარზე მეტი იტალიელი იყო... ვიალი, ძოლა, რანიერი, მაურინიო, გრანტი, ჰიდინკი, ანჩელოტი, დი მატეო - 8-დან 5

23:55 | 05.05.2016
NGoLo KaNte (36472)

+1

00:21 | 13.03.2016
19.05.2012 (1717)

რამირესი ძლივს მოვიცილეთ და ეს ობი მიკელი რაღა გახდა მაგის დედას ..... ერთი ლეგენდა მაინც დატოვეთ კლუბში თქვენი დედას ... ტერის ხელი არ დაადოთ!!! დანარჩენები ყველანი გასაყრელები არიან ფაბრეგასი მიამატეთ კიდევ. ამ სასტავიდან უნდა დარჩეს ტერი ასპილიკუეტა,ვილიანი და აკადემიიდან ამოყვანილი ბავშვები.

04:23 | 27.03.2016
NGoLo KaNte (36472)

+

00:17 | 13.03.2016
რენე ფერეირა (6798)

გვარდიოლას კიდე უფრო დიდი შავი სია ექნება დაწერილი სიტიში.ჩემი შავი სია:ბონი.ნავასი.ფერნანდო.ფერნანდინიო?ტურე მაინც მიდის.ზაბალეტა.სანია.მანგალა.კლიში.კოლაროვი.დელფი.ნასრი.

00:13 | 13.03.2016
რენე ფერეირა (6798)

პატო არარის გასაშვები

04:23 | 27.03.2016
NGoLo KaNte (36472)

+

00:11 | 13.03.2016
რენე ფერეირა (6798)

შავ სიას მიკელი უნდა ამშვენებდეს

21:56 | 15.03.2016
NGoLo KaNte (36472)

+1

23:40 | 12.03.2016
NGoLo KaNte (36472)

დაცვა ყავს ჩელსის საოცარი

23:38 | 12.03.2016
NGoLo KaNte (36472)

ზღაპრებს ნუ წერთ რაა

23:20 | 12.03.2016
AZARISHVILI (788)

wlevandel chelsis sabavshvo akademiac jobia sameuxarod

23:13 | 12.03.2016
AZARISHVILI (788)

ცინიკოსი ხელოვანი. getanxmebi. kontes tu acdian karg gunds daayenebs. dro unda miscen da transferebis unda gauketon visac moitxovs. italielma mwvrtnelebma ishviatad rom espaneli fexburtelebi daimaton. chelsishi ki espanelebi ver qachaven. azpilikueta. Pedro verafers ver shvrebian. itslielebma ufro italielebis da argentinelebis moyvana ician rac chemi azrit uketesia. erti sityvit kontes imedi maq da mjeravs rom tu dros micemen sakaifo gunds daayenebs da shedegsac dadebs da rac mtavaria 2 wlis mere ligaze girseulad dagvabrunebs

23:29 | 12.03.2016
პინტურიჩიო10 (12662)

+1 კონტე კაი მწვრთნელია და ექნება შედეგები აუცილებლად კარგი თან,მართალი ხარ უბრალოდ დრო უნდა და დააყენებს ჩელსის)) ტრანსფერებს რაც შეეხება სრული თავისუფლება უნდა მისცენ ამ ასპეკტშიც კარგია კონტე იცის ვინ ჭირდება და ვის რა პოტენციალი აქვს,მის სქემას ვინ უფრო კარგად მოერგება და ვინ უფრო შეუსრულებს დავალებას მეც მჯერა კონტესი და აუცილებლად გაამართლებს))

23:56 | 05.05.2016
NGoLo KaNte (36472)

+

23:11 | 12.03.2016
arsenal-14 (2185)

ლუკაკუ რეებს ჩალიჩობს, გეგონება საბავშვო აკადემიას ეთამაშება )

22:44 | 12.03.2016
vaso8522 (1669)

რომელმა იტალიელმა ააღოძინა ჩელსი, კონტემ რო ააყვავოს? ისე ვაფშეტა ყველაზე კაი იტალიელის ..........., მაგათ პროვოკატორი და ნაბ....არი დედები .............

23:39 | 12.03.2016
NGoLo KaNte (36472)

აღორძინების რაგითრხრა მაგრამ იტალიელები ჩელსიში კარგად იკიდებენ ფეხს

ბევრის მოყვანა შემიძლია მაგალითად

22:58 | 12.03.2016
პინტურიჩიო10 (12662)

დი მატეომ დაუდო ჩელსიც ის რაც დღემდე ჩელსიში ვერავინ შეძლო )))) ლიგოს თასი დაუდო ჩელსის)) ამაზე დიდი წარმატება რა არის??))) მართალია მეორე წელს ჯგუფში ცატოვა მაგრამ...)) რანიერიმ დიდი შრომა გაწია ჩელსის ჩამოყალიბებაში)) ვიალის ჩელსი ძაან სიმპატიურ ფეხბურთს თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც)))

22:24 | 12.03.2016
პინტურიჩიო10 (12662)

მიდი კონტე გაყარე ყველა *ლე ჩაუდე მთელ პრემიერ ლიგას კონტეშე,კაპიტანიშე იტალიელიშე იუვენტინოშეეეეეეეეეეე ))) ვიალის ჩელსი მევასებოდა, ძოლასი)) ბავშობიდან სიმპატიები მაქვს ამ გუნდზე)) ეხლა ორმაგად ვუგულშემატკივრებ კონტეს პონტში ))) კონტეშეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ფორცაშეეეეეეეეეეეეეეეეე )))

22:07 | 12.03.2016
BEERTRANCE (97819)

არ გამიკვირდა რამდენიმე დღეში სხვანაირი ნიუსი რო დაიდოს

21:58 | 12.03.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

აზარს რა , არ ეკუთვნის ? , მაგის ნათამაში კაი ,,იგრა" რა ხანია არ მინახავს!!!!!!!!!! :-o

21:59 | 12.03.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

21:55 | 12.03.2016
AZARISHVILI (788)

teri ukve dagviberda da magito tore teri gundis legendaaa. kargi iqneba klubshi rom daasaqmon da bonuci kai iqneboda chelsishi.

21:52 | 12.03.2016
AZARISHVILI (788)

aba kontem chelsis bosebs azaris gayidva aukrzalao. ramdennairad daweren es xalxi ra. es magari joria. azaris gayidvas ar apirebs konte. ise azars da koshtas garda yvela gaushvas zed mikelit

21:34 | 12.03.2016
რენე ფერეირა (6798)

ჭორი არის იეჭველი

23:38 | 12.03.2016
NGoLo KaNte (36472)

აბაა რაა

21:29 | 12.03.2016
levani82 (41682)

წყაროს ცნობით, კონტეს შავ სიაში ედენ აზარი მოხვდა

აკი არ იყიდებაო?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062715