ზლატან იბრაჰიმოვიჩი სიტყვას ასრულებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" ღმერთია - შვედმა გიგანტმა პრემიერლიგის მეორე ტურის სასტარტო მატჩში მანკუნიანელებს მორიგი სამი ქულა მოუტანა. "მანჩესტერმა" "საუთჰემპტონი" 2:0 დაამარცხა, იბრამ კი მეტოქეს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა.
ჯერ ტაიმის შუაწელს უეინ რუნის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით დალაშქრა "წმინდანების" კარი, მერე კი უკვე ლუკ შოუს წაქცევისათვის დანიშნული პენალტი დაარტყა ზუსტად. შედეგად, 2:0.
ინგლისის პრემიერლიგას ამ დროისთვის "იუნაიტედი" უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს, ხოლო ბომბარდირთა დავას ზლატანი 3 გოლით. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის II ტურის 9 შეხვედრა შაბათსა და კვირასაა გასამართი.