ჩოგბურთი

1:17 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალშია

18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მე-2 რეიტინგის მქონე სერბი ანა ვესელინოვიჩი 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის კი თურქ ბერფუ ჩენგიზს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ბერძენ დესპინა პაპამიჩაილს (მე-3 განთესვა) 1:6, 6:4, 6:0 მოუგო.

მე-2 ნახევარფინალში შვედი ანეტ მუნოზოვა და რუმინელი იოანა დიანა პიეტრუ ითამაშებენ.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ბოლქვაძემ და რუმინელმა ანა ბიანკა მიჰაილამ პირველი განთესვის მქონე ბერძნულ-რუმინულ დუეტთან (პაპამიჩაილი-ვესელინოვიჩი) 6:2, 0:6, 8:10 წააგეს.

0.120473