ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანულ მეერბუსხში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
მეტრეველი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 324-ე ადგილზეა, 307-ე ჩოგან გერმანელ დანიელ მასურს გაეჯიბრა და 6:7 (4:7)მ 6:3, 5:7 დამარცხდა. ანგარიშიდანაც სჩანს, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ორ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანულ ჩელენჯერზე 15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.