ფეხბურთი

21:25 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: “გადაწყვეტილება უკვე მივიღე, რომელსაც საპასუხო მატჩის შემდეგ გაცნობებთ”

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია კლუბის ვებგვერდთან საუბარში მცირე კომენტარს აკეთებს საკუთარი გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლის შესახებ.

ფიფიას თქმით, იგი იზიარებს გულშემატკივართა გულისწყრომას და აანონსებს, რომ პაოკთან საპასუხო მატჩის შემდეგ მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

“სამწუხაროდ, “დინამოსთვის” ევროთასებზე წლევანდელი გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი გულშემატკივრის გულისწყრომას. პაოკთან განმეორებითი მატჩის შემდეგ საზაოგადოებას მოვახსენებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. დაწვრლებით ყველაფერზე კი, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ”, - ციტირებს ფიფიას სიტყვებს “დინამოს” ვებგვერდი.

შეგახსენებთ, თბილისის “დინამოს” მიზანი მიმდინარე სეზონში ევროტურნირების, უფრო მეტად კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გახლდათ, თუმცა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დასახული ამოცანა წარმატებით ვერ გადაჭრა.

0.130968