რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მედლისთვის ბრძოლაში დიდი ნაბიჯი გადადგა.
57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა, მერვედფინალში ყაზახი ნურისლან სანაიევის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში გზიდან აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევიც ჩამოიშორა. ხინჩეგაშვილმა მეტოქეს 4:3 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბულგარელი ვლადიმირ დუბოვი იქნება.