ჩოგბურთი

15:55 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ცინცინატის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი და არგენტინელი ჩოგბურთელები ოქსანა კალაშნიკოვა და მარია ირიგოენი ცინცინატის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 804 000 დოლარი) წყვილთა შეჯიბრს მერვედფინალში გამოეთიშნენ.

არადა, კალაშნიკოვა და ირიგოენი მიზანთან ძალიან ახლოს იყვნენ. მე-2 წრეში მათ მე-2 განთესვის მქონე ტაივანურ წყვილს (ჰაო-ჩინ ჩანი/იუნ-იან ჩანი) დიდი ბრძოლა გაუმართეს და სამსეტიან შეხვედრაში 0:6, 6:1, 7:10 დამარცხდნენ.

კალაშნიკოვამ და ირიგოენმა ცინცინატიში 105-105 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

0.122783