ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე დამაჯერებლად ირჯება ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე. მას ერთბაშად 2 ტიტულის მოგების შანსი აქვს.
ერთეულთა შეჯიბრში მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ მერვედფინალში ფრანგ ფიონა კოდინოს 6:1, 6:2 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მე-2 რეიტინგის მქონე ჩერნოგორიელ ანა ვესელინოვიჩს ეთამაშება.
წყვილებში ბოლქვაძემ და რუმინელმა მიჰაილამ, რომელთაც მე-3 განთესვა აქვთ, შვედებს – მუნოზოვას და ოსტლუნდს 7:5, 7:5 სძლიეს.
ნახევარფინალში ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელები პირველი რეიტინგით მოასპარეზე ბერძენ პაპამიჩაილს და ხენებულ ვესელინოვიჩს დაუპირისპირდებიან.