ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა სხვადასხვა (08, 10, 12, 14, 16, 18) ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც – გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება და 28 აგვისტომდე გასტანს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 24 მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნინო ხომერიკი.
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ქართველი გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში:
10 წლამდე:
ნანა ძაგნიძე (1997);
ნაზი პაიკიძე (2003);
მერი არაბიძე (2004);
12 წლამდე:
ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994);
ანა მათნაძე (1994; 1995);
ნანა ძაგნიძე (1999);
ნაზი პაიკიძე (2005);
მერი არაბიძე (2006);
14 წლამდე:
გიორგი მარგველაშვილი (2004);
დავით ბენიძე (2005);
ანა მათნაძე (1997);
ლელა ჯავახიშვილი (1998)
ნაზი პაიკიძე (2007);
მერი არაბიძე (2008);
16 წლამდე:
ანა მათნაძე (1998);
ნაზი პაიკიძე (2008);
მარიამ დანელია (2010);
18 წლამდე:
მიხეილ მჭედლიშვილი (1997);
ზვიად იზორია (2001);
ინგა ჭარხალაშვილი (2001);
სალომე მელია (2004; 2005);
ქეთი წაწალაშვილი (2010);
ნინო ხომერიკი (2015);