ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა გერმანულ მეერბუსხში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მეტრეველმა მერვედფინალური მატჩი იაპონელ აკირა სანტილანთან გამართა და 2:6, 6:4, 6:0 მოიგო. ალექსანდრემ უკვე გამოიმუშავა 15 სარეიტინგო ქულა, მისი შემდეგი მეტოქე კი გერმანელი დანიელ მასური იქნება. ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ბელარუსი ანდრეი ვასილევსკი 6:2, 6:1 დაამარცხა.