კალათბურთი

17:22 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯინობილიმ და ნოჩიონიმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს

არგენტინის საკალათბურთო ნაკრების ვეტერანმა წევრებმა – მცველმა მანუ ჯინობილიმ და ფორვარდმა ანდრეს ნოჩიონიმ ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულეს. მათ აღნიშნული განცხადება რიოს ოლიმპიურ თამაშების მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გააკეთეს, რომელიც არგენტინამ აშშ-ს ნაკრებთან 78:105 წააგო.

გასულ შეხვედრაში ჯინობილი თავგადაპარსული წარსდგა და 14 ქულა და 7 პასი მოაგროვა, ნოჩიონის მონაგარი კი 12 ქულა და 5 მოხსნა იყო.

“თამაში 19 თუ 20 წლისამ დავიწყე, ახლა კი, ლამის 40 წლის ვარ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. იყო წარმოუდგეენელი მომენტები, სიხარულიც და იმედგაცრუებაც. ყველაფერი ეს ძირითადად ერთი და იმავე ხალხთან ერთად გადავიტანე, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და ისინი ძალიან მიყვარს”, - განაცხადა ჯინობილიმ.

0.135023