ფეხბურთი

17:04 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” სოსა შეიძინა

ახლა უკვე ოფიციალურად – ხოსე სოსა “მილანის” ფეხბურთელია. 31 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა ლომბარდიულ გრანდს ბედი 2018 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა. აღნიშნული ინფორმაცია “როსონერის” ვებგვერდმაც დაადასტურა.

“ძალიან ბედნიერი ვარ – აქ საკმაო გამოცდილებით მოვედი. “მილანში” მოხვედრა ოცნების ასრულებას გავს, მაგრამ ამავდროულად უდიდესი გამოწვევაა. მთავარ მწვრთნელს უკვე ველაპარაკე და მინდა, გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო”, - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

ხოსე სოსა ბოლო სამი წლის განმავლობაში სტამბულის “ბეშითქაშში” თამაშობდა და გუნდის ლიდერი გახლდათ. შარშან მან თურქეთის სუპერლიგაში 7 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თურქეთის ჩემპიონიც გახდა. თავის დროზე სამხრეთამერიკელს “მეტალისტის”, “ნაპოლისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებშიც უთამაშია.

0.118186