ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი გერმანულ მეერბუსხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) წყვილთა შეჯიბრს გამოეთიშა, ერთეულებში კი ბრძოლას განაგრძობს.
მე-3 განთესვის მქონე მეტრეველმა და ბელარუსმა სერგეი ბეტოვმა მეოთხედფინალში სლოვაკ ჰორანსკისთან და ფრანგ იანკოვიცთან 4:6, 6:7 (6:8) წააგეს.
ერთეულებში ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალშია გასული, სადაც იაპონიის წარმომადგენელ აკირა სანტილანს გაეჯიბრება.