ჩოგბურთი

17:53 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 324-ე პოზიცია უკავია, გერმანულ მეერბუსხში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველი წრე დასძლია.

მეტრეველმა სლოვაკ ნორბერტ გომბოშთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და მსოფლიო რეიტინგში 347-ე ადგილზე მყოფი მეტოქე 6:1, 2:6, 7:6 (7:4) დაამარცხა. საინტერესოა, რომ მატჩი ორ საათსა და 24 წუთს გაგრძელდა.

მერვედფინალში მეტრეველის პირისპირ მსოფლიოს 251-ე ჩოგანი – იაპონელი აკირა სანტილანი დადგება. ამ უკანასკნელმა მე-8 ნომრად განთესილ ბელარუს ვლადიმირ იგნატიკს 4:6, 7:6 (7:4), 6:3 მოუგო.

წყვილთა ტურნირში მეტრეველს და ბელარუს სერგეი ბეტოვს მე-3 განთესვა გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც ძალებს სლოვაკურ-ფრანგულ დუეტთან (ჰორანსკი-იანკოვიცი) მოსინჯავენ.

0.120622