ტურინის “იუვენტუსს” “ჩელსის” 28 წლის კოლუმბიელი შემტევის ხუან კუადრადოს გადაბირება სურს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ტურინელებს კუადრადროს იჯარის წესით დამატება უნდათ, რაშიც 3-4 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში “ჩელსის” კუადრადო “იუვენტუსში” 1.5 მილიონ ევროდ ჰყავდა გასხვისებული. კოლუმბიელმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.