ფეხბურთი

13:26 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ამბავი მარკიზიოსა და “იუვეს” თავს...

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ვიცე-კაპიტან კლაუდიო მარკიზიოს ტრავმირებულ ფეხზე მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვბეგვერდი იტყობინება, 29 წლის მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და იგი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის მიწურულს, უარეს შემთხვევაში კი ნოემბრის დასაწყისში შეძლებს.

არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლაუდიო მიმდინარე წელს თამაშს ვერ შესძლებდა. შეგახსენებთ, მარკიზიომ ტრავმა გასული სეზონის მიწურულს “პალერმოსთან” მატჩში მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატის გაუცდა.

“ილ პრინჩიპინო” (როგორც მას იტალიაში ეძახიან) “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერა ამ გუნდში გაუტარებია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2007-2008 წლების სეზონში “ემპოლიში” იყო განათხოვრებული.

0.14623