ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს მარჯვენა მხრის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან “ცინცინათის” მასტერსი გამოტოვა.
“ძალიან დამწუხრებული ვარ, თამაში არ შემიძლია, მინდოდა ტიტული დამეცვა. მხრის ტრავმა მაწუხებს, მაგრამ კორტს ძალიან მალე დავუბრუნდები”- განაცხადა უილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ სერენა რიოს ოლიმპიადაზე 1/8-ფინალში უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან 4:6, 3:6 დამარცხდა.