ჩოგბურთი

0:33 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსის (საპრიზო ფონდი 4 362 385 დოლარი) პირველი წრის დაძლევა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა კვალიფიკაციაში ფრანგ პოლ-ანრი მატიოს და პორტუგალიელ გასტაო ელიაშს დამაჯერებლად აჯობა, დღეს კი, გამოცდილ ბელგიელ დავიდ გოფინთან (მე-13 მსოფლიოს რეიტინგში) 5:7, 3:6 წააგო.

0.114961