ჭიდაობა

19:19 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი შმაგი ბოლქვაძე რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში სერბ დავორ სტეფანეკთან დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ბოლქვაძემ ნახევარფინალის გზაზე ორი მეტოქე ჩამოიშორა - მერვედფინალში ფინელ ტერო ვაელიმაეკს სძლია, მეოთხედფინალში კი ლონდონის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი, ირანელი ომიდ ნაროზი დაამარცხა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები დღეს 22:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

0.112518