ჭიდაობა

18:32 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: შმაგი ბოლქვაძე ნახევარფინალშია!

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი შმაგი ბოლქვაძე რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გავიდა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნაროზი 2:0 დაამარცხა და ოლიმპიური მედლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ნახევარფინალში შმაგი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს დავორ სტეფანეკს დაეჭიდება.

ბოლქვაძე დღეს ბრძოლაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ფინელი ტერო ვაელიმაეკს მოუგო.

ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრის ბოლო დღეს მედლები 98 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც თამაშდება, სადაც რევაზ ნადარეიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო - ქართველმა მოჭიდავემ მერვედფინალში ბულგარეთის წარმომადგენელ ელის გურის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

რიო დე ჟანეიროდან პირდაპირ რეპორტაჟებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

0.115947