სხვა

15:16 | 16.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვქომაგობთ ტალახაძეს და თურმანიძეს!

17 აგვისტოს დილის 02:00 საათზე რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონოსან (+105 კგ.) ძალოსანთა შეჯიბრი დაიწყება, რომელსაც ქართველი ქომაგი დიდი იმედებს ელის.

ფიცარნაგზე ვიხილავთ მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს და 2015 წლის ევროპის ჩემპიონ ირაკლი თურმანიძეს, რომელთაც მედლის მოპოვების შანსი გააჩნიათ. მეტიც, ტალახაძე ირანელ ბეჰდად სალიმისთან ერთად, ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება.

მძიმეწონოსან ძალოსანთა შეჯიბრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გახლავთ დაგეგმილი, კომენტარს კი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რამაზ გურგენიძე გააკეთებს.

0.14333