ტონი პარკერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი ოლიმპიადის პლეი-ოფში მონაწილეობას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ პარკერმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან შეხვედრა (97:100) ტრავმის გამო გამოტოვა. 34 წლის კალათბურთელი ოლიმპიადაზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.5 ქულას და 3.8 პასს აკეთებს.
საფრანგეთის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე პლე-ოფში 17 აგვისტოს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.