რაგბი

22:47 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაფარეულის 7-კაცა “ჯიქმა” მოიგო

13 და 14 აგვისტოს ნაფარეულში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველი, შესარჩევი ეტაპი გაიმართა 7-კაცა რაგბში. ტურნირში დიდი 10-ის ყველა და პირველი ლიგის საუკეთესო ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ამათგან შეირჩა საუეკთესო 12, რომლებიც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მეორე და მესამე ეტაპებზე განაგრძობენ ბრძოლას.

აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ თელავის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივ ორგანიზატორებს, რომლებმაც საკმაოდ მცირე დროში მოახერხეს ნაფარეულის სტადიონის მოწყობა და ტურნირის გასამართად საჭირო პირობების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე და საერთოდ ნაფარეულში არათუ 7-კაცას ტურნირი, არამედ ოფიციალური სარაგბო მატჩი აქამდე არ ჩატარებულა. ამ კუთხით და საერთოდ კახეთში და საქართველოს რეგიონებში რაგბის განვითარებისა და პოპულარობის ზრდის მიზნით ნაფარეულის 7-კაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

საქათველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე “ჯიქმა” გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში “აკადემიას” 26:10 სძლია. ფინალისტების გარდა 12-ეულში დიდი 10-ის დანარჩენი გუნდები და პირველი ლიგის “ხარები” და “დინამო” მოხვდნენ, ხოლო “პატარძეულმა”, “ივერიამ”, სტუ-მ და “თიბიეს უნივერსიტეტმა” შესარჩევი ეტაპი ვერ დასძლიეს.

მეორე ეტაპი ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას (1-2/10/2016), სავარაუდოდ, ფოთში გაიმართება.

თეგები7-კაცა რაგბი
0.128595