ჭადრაკი

23:27 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-3 ადგილი ბოტვინიკის თასზე

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დასრულებული მიხეილ ბოტვინიკის თასის გათამაშება ბელარუსის გამარჯვებით დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა კი ათ მონაწილეს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ღირსებას ტურნირზე ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, შოთა ხოდაშნელი, ანასტასია სიდამონიძე და გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე იცავდნენ.

ქართველებმა 5 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 დაპირისპირება დათმეს. შედეგად, ჩვენი გუნდი მხოლოდ ბელარუსს და სომხეთს ჩამორჩა, უკან კი რუსეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი მოიტოვეს.

0.1143