ჭიდაობა

17:44 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016: კობლიაშვილის და ქაჯაიას წარმატებული სტარტი (+VIDEO)

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებაზე წარმატებული გამოდგა საწყისი შეხვედრები ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენებისთვის. 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილმა მექსიკელი ალფონსო იეპეზი 5:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

იოლად დაძლია პირველი ეტაპი იაკობ ქაჯაიამ, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ბრაზილიის სახელით მოჭიდავე ედუარდ სოგომონიანს შანსი არ დაუტოვა, პირველივე პერიოდში 8:0 აჯობა. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ამ დაპირისპირების ვიდეოჩანაწერი.

ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ რეპორტაჟებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით.

0.116681