ჭიდაობა

14:21 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ოლიმპიადაში კობლიაშვილი და საჯაია ჩაებმებიან

დღეს, 15 აგვისტოს, ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილის 85 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს ღირსებას კი ევროპის 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის იაკობ ქაჯაია (130) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია საზ. მაუწყებელზეა, შედეგებისა და ბადეების გაცნობა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ https://unitedworldwrestling.org/event/olympic-games

კობლიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს მექსიკელ ალფონსო იეპესთან შეხვედრით, მის ბადეში არიან გერმანელი ევროპის პრიზიორი დენის კუდლა, რუსთა ქართველი ევროპის ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე, ირანელი მსოფლიოს პრიზიორი ჰაბიბოლაჰ აკლაგი, აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი სამან ტახმასები, უნგრელი მსოფლიოს მედალოსანი, ვიკტორ ლორინცი და შვედი ზაკარიას ბერგი. ბადის მეორე მხარეს მოხვდა უკრაინელი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჟან ბელენიუკი.

ქაჯაიაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან შეხვედრით, მომდევნო წრეში კი მისი სავარაუდო მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი იქნება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვს დაეჭიდება, ნახევარფინალში კი კუბელი 2-გზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლოპოზ ნუნიესი ელოდება. ბადის მეორე მხარესაა თურქების მსოფლიო ჩემპიონი რეზა კაია.

დღესვე მძლეოსანი ლაშა თორღვაიძე ოლიმპიურ სტადიონზე, სამხტომის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. ძალოსნობაში კი მამაკაცებს შორის 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები და ფიცარნაგზე გიორგი ჩხეიძეც გავა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი B ჯგუფში ასწევს შტანგას.

0.130701