კალათბურთი

12:24 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომამ” საბონისი დაიმატა

“ოკლაჰომა სითი თანდერმა” ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელის არვიდას საბონისის შვილი დომანტას საბონისი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

20 წლის საბონისი, განვლილ სეზონში ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.6 ქულას, 11.8 მოხსნას და 1.8 პასს აგროვებდა.

0.117651