რიოს საკალათბურთო ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთი 100:97 დაამარცხა. ფრანგები მთელი მატჩი მდევრის როლში იყვნენ და შეხვედრის მოგების არანაირი შანსი არ ჰქონიათ.
მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კლეი ტომპსონმა ჩააგდო. საფრანგეთში უერტელი და დე კოლო 18-18 ქულით გამოირჩნენ.
პლეი-ოფში “დრიმ თიმი” ბ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გასულ ნაკრებს შეხვდება.