ჩოგბურთი

2:53 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ცინცინატის მასტერსი გამარჯვებით გახსნა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცინცინატის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 4 362 385 დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა მსოფლიო რეიტინგში 69-ე ადგილზე მყოფ, Western & Southern Open-ზე კი მე-11 ნომრად განთესილ ფრანგ პოლ-ანრი მატიეს 6:1, 7:5 სძლია, 16 სარეიტინგო ქულა მიიღო.

საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მე-6 განთესვის მქონე პორტუგალიელ გასტაო ელიაშს (მსოფლიოს მე-60 ჩოგანი) გაეჯიბრება, რომელმაც ავსტრალიელი ლუკ სავილე 6:4, 6:2 დაამარცხა.

0.114312