ფეხბურთი

16:55 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგი ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” ბუნდესლიგის 2015-2016 წლების სეზონი შეაჯამა. შესაბამისად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი გახდა, რომელმაც 163 ხმა მიიღო. გერმანელმა მცველმა თანაგუნდელები ტომას მიულერი (95 ხმა) და რობერტ ლევანდოვსკი (90) დაჯაბნა.

“არ შემიძლია გამოვხატო ის ემოცია, რასაც ამ მომენტში ვგრძნობ. ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება მოვიპოვე”, - უთხრა ბოატენგმა “კიკერს”.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მაშინ “ვოლფსბურგის” წევრი, ბელგიელი კევინ დე ბრუინი დაასახელეს.

0.146993