ჩოგბურთი

19:00 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ტიტულს ვერ შესწვდა

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ტიტულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

ერთეულთა შეჯიბრის ნახევარფინალში მარიამი რუს ანჟელიკა ისაევასთან 2:6, 2:6 დამარცხდა, წყვილთა ფინალში კი ბოლქვაძემ და რუმინელმა მიჰაილამ მე-2 განთესვის მქონე ინდურ-ჩერნოგორიულ დუეტთან (ბალუუ-ვესელინოვიჩი) 6:4, 6:7 (2:7), 8:10 წააგეს.

0.114977