ინგლისის პრემიერლიგაში მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “მელიებმა” ახალი სეზონის პირველსავე ტურში წააგო “ჰალ სიტისთან” (1:2) და ასეთი რამ ინგლისის ჩემპიონატში 1989 წლის მერე არ მომხდარა.
ბოლოს მოქმედი ჩემპიონის რანგში 1989-1990 წლების სეზონის სტარტზე ლონდონის “არსენალმა” წააგო, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1:4 განადგურდა.