კალათბურთი

19:22 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრებმა ჰოლანდიას 12 ქულით აჯობა

სპორტის სასახლეში დასრულდა თბილისის მერიის თასის მეორე ტურის პირველი შეხვედრა რუსეთისა და ჰოლანდიის კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებებს შორის. ჰოლანდიელებმა, საქართველოს ნაკრებთან 10-ქულიანი სხვაობით მარცხის შემდეგ, რუსეთთან 12 ქულით, 74:86 წააგეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა რუსმა ალექსეი შვედმა დააგროვა, ხოლო ჰოლანდიელთა რიგებში 15 ქულით როელანდ შაფტენაარი გამოირჩა.

ორი მოგებით გათამაშებას ამ დროისთვის რუსეთის ნაკრები ლიდერობს, თუმცა მეორე ტურის მატჩი წინ აქვს საქართველოს ნაკრებს. ქართველი კალათბურთელები დღეს, 20:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრებს ეთამაშებიან.

0.115138