ფეხბურთი

11:37 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო (VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2016-2017 წლების სეზონი ქვეყნის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენისა” და “ბასტიას” მატჩით გაიხსნა. სტუმრად მოთამაშე პსჟ-მ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პარიზელთა მცველმა ლევენ კურზავამ მიითვალა და დედაქალაქელებს პირველი სამი ქულა მოუტანა.

გუშინვე ლიგა 1-ის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, “მონაკომ” საკუთარ მოედაზე “გენგამი” მიიღო და მართალია შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 0:2 მარცხდებოდა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ქულა მოიპოვა.

ბასტია - პსჟ 0:1

მონაკო - გენგამი 2:2

პირველი ტურის დარჩენილი მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება.

0.127866