სხვა

10:09 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუბა გოლოვინა: "ჩემი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე”

ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი წლის წინანდელი ლონდონის ოლიმპიადის მსგავსად, მე-7 ადგილი დაიკავა. 26 წლის სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ეტაპზეც მე-7 შედეგი აჩვენა, 16 მონაწილეს შორის. შემდეგ კი მედლებისთვის ბრძოლა 8 საუკეთესომ გააგრძელა.

"საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ჩემი ამოცანა მედლის მოპოვება იყო. სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე ჩვენებაში ხელი რამდენიმე ფაქტორმა შემიშალა. მათ შორის ტრავმამ, რომლის გამოც ბოლო პერიოდში მუდმივად ექიმების ზედამხედველობის ქვეშ ვიყავი. ამას დაემატა მსაჯების არაობიექტურობა. ვფიქრობ, ცოტა უფრო მაღალ შეფასებას ვიმსახურებდი. მადლობა გუნდის სამედიცინო შტაბს და ყველას, ვისი დახმარებითაც აქამდე მოვედი. მადლობა გულშემატკივრებს, მხარდაჭერისთვის” – გვითხრა ლუბა გოლოვინამ.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

0.115302