სხვა

1:11 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოლოვინას მე-7 ადგილი ერგო

ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მე-7 ადგილი დაიკავა და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.

ლუბამ საკვალიფიკაციო შეჯიბრში 98.285 ქულა მოაგროვა და ფინალში გამსვლელი ბოლო მე-8 ადგილი ერგო, სულ კი, ტურნირში სულ 16 მონაწილე იყო.

ფინალში გოლოვინას მაჩვენებელი 51.010 ქულა გახლდათ, რაც მე-7 შედეგი აღმოჩნდა. ფინალისტთაგან ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ ბელარუს ჰარჩონაკს აჯობა, საპრიზო სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. მაკლენანი (კანადა, 56.465), 2. პეიჯი (დიდი ბრიტანეთი, 56.040), 3. ლი (ჩინეთი, 55.885).

ისიც ვთქვათ, რომ გოლოვინასთვის რიოს ოლიმპიადა მე-3 გახლდათ. 2008 წელს პეკინში ის მე-6 ადგილზე გავიდა, 2012-ში ლონდონში კი ლუბა მე-7 იყო.

0.187383