ძიუდო

17:14 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადამ ოქრუაშვილი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა (VIDEO)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან შიდოთი წააგო.

ამგვარად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა წლევანდელ ოლიმპიადზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულა - 73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა.

0.407313