სხვა

12:11 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ფელპსის 22-ე ოლიმპიური ოქრო შთამბეჭდავი კარიერის მიწურულს

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა კარიერაში 22-ე ოქროს მედალი მოიპოვა. 31 წლის სპორტსმენმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში დისტანცია 1.54,66 დაძლია და პირველობა არავის დაუთმო. ეს ამერიკელისთვის წლევანდელ ოლიმპიადაზე უკვე მეოთხე გამარჯვებაა. მანამდე მან 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში, 4X200 და 4X100 მეტრზე თავისუფალ სტილში იპირველა.

ოლიმპიური თამაშების ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, რომლის აქტივშიც 26 ოლიმპიური მედალია (22 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო), გუშინდელი გამარჯვების შემდეგ დაადასტურა, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა მის კარიერაში ბოლო შეჯიბრია.

“ეს ფანტასტიკური კვირაა და საუკეთესო დრო კარიერის დასასრულებლად. დილიდან უცნაური გრძნობა მაქვს, ამ გაცურვის შემდეგ მხოლოდ ორი სტარტი მრჩება... მიჭირს დაჯერება, რომ 20 წლის წინ ცურვას ვსწავლობდი, უახლოეს 48 საათში კი ჩემი კარიერა დასრულდება. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ფინიში გამომივიდა, როგორიც მსურდა. მოვახერხე დაბრუნება და ცხოვრებაში განვახორციელე ის, რაზეც ვოცნებობდი” - ემოციური განცხადება გააკეთა ფელპსმა.

0.126326