კალათბურთი

11:21 | 12.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის 100-მილიონიანი კონტრაქტი

ლებრონ ჯეიმსი “კლივლენდ კავალიერსთან” 100-მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “მეფე” და “კავალიერსი” 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ და ლებრონი წელიწადში 33 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ლებრონ ჯეიმსი “კლივლენდთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. ჯეიმსი ისტორიაში მეოთხე კალათბურთელია, ვინც ფინალების სერიის MVP სამჯერ გახდა.

0.146356