ინდოეთის ქალაქ ბუბანეშვარში მიმდინარე 20-წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ტური მიილია, ქართველი ირაკლი ბერაძე (2440) კი 3.0 ქულით მე-8 ადგილზეა.
გასულ ტურში ბერაძე შავი ფიგურებით ინდოელ ანიშ განდის (2156) დაუზავდა, მე-5 ტურში კი მისი მეტოქე ირანელი პარჰამ მაგსოოდლოო (2576) იქნება და ქართველი თეთრებით გაირჯება. ისიც ვთქვათ, რომ ბერაძე ლიდერებს, ასეთი კი ექვსია, მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.
გოგონათა ტურნირში მხოლოდ 1.0 ქულა აქვს აქტივში მარიამ ჭოლაძეს (2077), რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით 49-ე ადგილზეა. მე-4 ტურში ჭოლაძე შავი ფიგურებით მონღოლ უურცაიხ უურინტუიასთან (2199) დამარცხდა, ხვალ კი თეთრებით ბელგიელ ასტრიდ ბარბიერს (1853) ეთამაშება.