ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.
მე-6 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე არგენტინელ ვალენტინა აბრილეს 6:0, 6:2 სძლია და მერვედფინალში ასევე “უაილდ ქარდის” მქონე იაპონელ რისა ჰასეგავას გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და რუმინელმა ანა ბიანკა მიჰაილამ იტალიელ გარდელას და იაპონელ კიტაგავას 6:2, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-4 განთესვის მქონე ინდურ დუეტს (რედი-სუნკარა) ეთამაშებიან.