მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) ეროვნულ ნაკრებთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. იმის გათვალისწინებით, რომ განვლილ ერთ თვეში სანაკრებო დონეზე მხოლოდ რამდენიმე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რეიტინგის პირველ ოცეულში ცვლილებები არაა. უცვლელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პოზიციაც - “ჯვაროსნები” 318 ქულით ისევ 118-ე ადგილზე იმყოფებიან. ერთი თვის წინანდელ პოზიციებს ინარჩუნებენ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები უელსი (11), ირლანდია (31) და სერბეთი (47), ერთი პოზიციით დაქვეითდა ავსტრია და ამჟამად 22-ე ადგილზეა, ხოლო მოლდოვის ნაკრებმა 166-დან 165-ე ადგილზე აინაცვლა.
ფიფას რეიტინგი 11 აგვისტოს მონაცემებით:
1. არგენტინა - 1585
2. ბელგია - 1401
3. კოლუმბია - 1331
4. გერმანია - 1319
5. ჩილე - 1316
6. პორტუგალია - 1266
7. საფრანგეთი - 1189
8. ესპანეთი - 1165
9. ბრაზილია - 1156
10. იტალია - 1155
...
11. უელსი - 1137
22 (-1). ავსტრია - 875
31. ირლანდია - 800
47. სერბეთი - 612
118. საქართველო - 318
165 (+1). მოლდოვა - 151