ქართველმა მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ ოლიმპიური თამაშების 1/32-ფინალში სამ რაუნდში მაქსიმალური 30 ქულიდან 29 მოაგროვა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც იშვიათი მოვლენაა.
ესებუას მეტოქე ინდოელი დეეპიკა კუმარი იყო და ქართველმა სპორტსმენმა ნამდვილად კარგად ისროლა, მაგრამ მეტოქემ საოცარი თავდაჯერებულობა გამოიჩინა და ქრისტინეს ყველა ათიანს თვითონაც ათიანში სროლით უპასუხა.
საბოლოოდ, ქართველმა მშვილდოსანმა ინდოელთან 2 რაუნდი დათმო (26:27, 27:30), ერთში იმარჯვა (29:27), 2 კი ფრედ (29:29, 29:29) დაასრულა და ჯამში 4:6 წააგო.