ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.) 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და ოქროს მედლამდე 1 ნაბიჯი აშორებს.
ლიპარტელიანი ნახევარფინალში ჩინებულად გამოიყურებოდა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ – სამხრეთკორეელ დონგჰან გვაკს 2 მსგავსი ვაზარი გაუკეთა და 2:16 წუთში წმინდად იმარჯვა.
ფინალში ვარლამს ასევე უძლიერესი მეტოქე ელის – იაპონელი მაშუ ბეიკერი, რომელმაც ნახევარფინალში ჩინელ ქსუნჟაო ჩენგს შებოჭვით აჯობა.
ცნობისთვის, გასული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბეიკერი იმ დროს ჯერ კიდევ 90 კგ-ში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილმა დაამარცხა, რომელმაც შემდეგ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლიპარტელიანთან წააგო.