ჭადრაკი

1:51 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანში ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად

ქართველი მოჭადრაკეები აზერბაიჯანის დაბა გაბალაში ამხანაგური მატჩის სათამაშოდ გაემგზავრნენ. შეხვედრის მიზანი 1-14 სექტემბერს ბაქოში გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისათვის მზადებაა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან მატჩში იასპარეზებენ:

ვაჟები: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და გიგა ყუფარაძე.

ქალები: მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი, ქეთი წაწალაშვილი, მირანდა მიქაძე და ალექსანდრა ვახანია.

0.117301