საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 8 აგვისტოს 66 წლის ასაკში ნოდარ მოდებაძის გარდაცვალების გამო.
ჭიდაობის ფედერაცია, მოჭიდავეები, მწვრთნელები და მთლიანად საჭიდაო სამყარო სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.
ნოდარ მოდებაძე – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი. მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი, სსრკ-ს ხალხთა VI სპარტაკიადის მეორე პრიზიორი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
www.wrestling.ge