ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში გავიდა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მეორე შეხვედრაც შებოჭვით მოიგო. მერვედფინალში დაამარცხა ნაურუელი ოვინი უერა და ნახევარფინალში გასასვლელად მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს დაუპირისპირდება.